მარიამ ქვრივიშვილი - ჩემპიონატის დღეებში, ბაკურიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს და ზრდის ცნობადობას

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო. საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო, კონკრეტულად კი ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის, ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო სათხილამურო კურორტს საქართველოში.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა