გიგა ბოკერია - იმ შემთხვევაშიც თუ „ხალხის ძალის“ კანონს არ მიიღებენ, ეს არსებითად აღარ ცვლის ჩვენს უზარმაზარ უკუსვლას

ჩვენი უბედურება ის არის, რომ იმ შემთხვევაშიც თუ „ხალხის ძალის“ კანონს არ მიიღებენ, ეს არსებითად აღარ ცვლის ჩვენს უზარმაზარ უკუსვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ეს კანონი პუტინისტური ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა".

„გასაგებია, რომ ქართული საზოგადოების დამსახურებით, რეპრესიებითა და რეჟიმის სიმკაცრით პუტინის რუსეთს ვერ შეედრება, მაგრამ „ხალხის ძალის“ კანონი წლების წინ პუტინის მიერ მიღებულის პირდაპირი ასლია. ჩვენი უბედურება ის არის, რომ იმ შემთხვევაშიც თუ კანონს არ მიიღებენ, ეს არსებითად აღარ ცვლის ჩვენს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ დღეს, ამ ისტორიული ფანჯრის პირისპირ, ხელისუფლება გვჭირდება. ეს ფანჯარა ახლა გაიხსნა, უკრაინელი ხალხის ბრძოლის შედეგად. გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიდა ამბებში რომის პაპზე მეტად კათოლიკე იქნება და საქართველოს საკითხზე, კარგი გაგებით, ყველა დასავლელ პარტნიორს შეაწუხებს. ამ ყველაფრის ნაცვლად, ახლა დისკუსია არის იმაზე, მიიღებენ თუ არა პუტინისტურ კანონს“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან