ჯუანშერ ბურჭულაძე -  ცხოვრებაში „აიფონის“ მაღაზიაში ნამყოფი არ ვარ და ძველი მოდელის „აიფონი“ მაქვს - ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროები დავაჯილდოვეთ „აიფონებით“, ასევე, დაჭრილ რამდენიმე სამხედროს ვაჩუქე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრომ „აიფონები“ ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროებს უყიდა. აღნიშნულით ბურჭულაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ 51 000 ლარის „აიფონის“ და 60 000 ლარის ღირებულების ალკოჰოლი იყიდა. ბურჭულაძის განმარტებით, ეს ყველაფერი წარმომადგენლობითი ხარჯია.

„ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა, დღეს ახალ რეპორტაჟს ამზადებენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცხოვრებაში „აიფონის“ მაღაზიაში ნამყოფი არ ვარ და ძველი მოდელის „აიფონი“ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი მინისტრობის პერიოდში, არც ერთ სამოქალაქო პირს, სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროები დავაჯილდოვეთ „აიფონებით“, ასევე, დაჭრილ რამდენიმე სამხედროს ვაჩუქე „აიფონი“. რაც შეეხება მეორე პიარკამპანიას - ალკოჰოლს, ეს იყო საჩუქარი, რომელიც სამინისტრომ საახალწლოდ დაღუპული გმირების ოჯახებს გაუკეთა.

რაც უფრო აგრძელებთ ამ შავ კამპანიას, უფრო და უფრო მეტ აბსურდში გადიხართ. იცით რა ხარჯია? მე ვიცი - წარმომადგენლობითი ხარჯია, არ იცით და მეკითხებით, არც კომპეტენცია გაქვთ, არც ტყუილის მოფიქრება შეგიძლიათ წესიერად და ამ რეალობაში ცხოვრობთ თქვენ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს