თავდაცვის მინისტრი - დღეს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, საამაყო ფურცელს - ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ბურჭულაძემ განაცხადა, ის ყველა იმ გმირით ამაყობს, რომელმაც ქვეყნის მომავალი შექმნა.

„დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, ჩვენ საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე, მისი ისტორია შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. მე პირადად, ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს