გიორგი ტყემალაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

„1921 წლის 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის მძიმე და ტრაგიკული დღეა. დღე, როდესაც რუსეთის მე-11 არმიამ სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შეძლო საქართველოს ოკუპაცია. ამ დღეს სამშობლოსათვის მებრძოლი ერის ღირსეული შვილები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებას მსხვერპლად შესწირეს. სწორედ სულის ასეთ სიძლიერესა და უდრეკ ხასიათზე დგას ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრით სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირების წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში