ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თამჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს.

„შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის ზრდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს.

შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები