თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის, არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის მაგალითზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, იუნკერები არიან გმირობის და პატრიოტიზმის მაგალითი.

„დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. ისინი არიან ნამდვილი მაგალითი გმირობის, პატრიოტიზმის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულო წევრებმა, საქართველოს და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება