ფენილკეტონურიის მქონე ბავშვების მშობლებმა ორგანიზაცია „საქართველოს მშობელთა ასოციაცია ფენილკეტონურიისთვის“ დააფუძნეს

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ორგანიზაცია „საქართველოს მშობელთა ასოციაცია ფენილკეტონურიისთვის - PKU Georgia“ დააფუძნეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაციას, რომელზეც ორგანიზაციის შექმნის იდეასა და მიზნებზე ისაუბრეს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ანა კაკაბაძე დაესწრო.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, ორგანიზაციის მიზანს აღნიშნული დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოს ბაზარზე მრავალფეროვანი საკვების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„მივესალმები ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, საქართველოში მსგავსი ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია. განვითარებულ ქვეყნებში ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ რამხელა როლი ენიჭება მშობელთა გაერთიანებებს. ისინი ერთმანეთს არა მარტო საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, არამედ ცდილობენ, მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას ამ დაავადების შესახებ. ახლადშექმნილ ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, ჩვენი პატარა მეგობრებისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

„საქართველოს მშობელთა ასოციაცია ფენილკეტონურიისთვის - PKU Georgia“-ს პრეზენტაციას, რომელიც ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, ექიმები, დარგის ექსპერტები და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფენილკეტონურია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ორგანიზმში ცილების გადამუშავების ფუნქცია არ აქვთ, ამიტომ მათი კვების რაციონი იზღუდება. დაგვიანებულმა დიაგნოზმა, შესაძლებელია, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები, განვითარების შეფერხება ან სხვადასხვა ორგანოს შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში