მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

მილანში, ასოციაცია „ქართულ სახლში“, ვია სებენოკოს #31-ში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ბიბლიოთეკა მილანში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა გახსნეს.

„მილანში მცხოვრები ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი რამდენიმე ასეულ გამოცემას ითვლის - უახლეს ქართულ და საქართველოს შესახებ ლიტერატურას.

ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია ამ მიმართულებით მუშაობს და უკვე არაერთ ქვეყანაშია ქართული ბიბლიოთეკა გახსნილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ