უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ.

კერძოდ, როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა.

„რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტარსკის მიმართულებით. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა 71 თავდასხმა მოიგერიეს“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში