მედია - იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად.

27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს.

“მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა.

საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა.

გემი, რომელსაც სავარაუდოდ, ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები გადაჰყავდა, უამინდობისას კლდეებს შეეჯახა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე