თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო უწყების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ინფორმაციას უარყოფს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.

ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს