ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველ პირებს განცხადების წარდგენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე შეუძლიათ

ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.

„დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)”,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი