გრიგოლ  რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების საკითხების შესწავლას  განსაკუთრებულ  ყურადღებას  უთმობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების საკითხების შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ ცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოებაში და მათ შორის, სტუდენტებსა და მოსწავლეებშიც, ამიტომ ამ საკითხების სწავლებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაია.

უნივერსიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად დაგეგმა ამ საკითხების განხილვა, „მდგრადი განვითარება: სიახლეები და გამოწვევები“ უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური პროექტის - Teen Academy, ფარგლებში განხორციელდება. მოსწავლეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: 1. მდგრადი ეკონომიკური განვითარება. 2. სოციალური პასუხისმგებლობა. 3. სოციალური საწარმო. 4. ნარჩენების მართვა. 5. განახლებადი ენერგიები. 6. მდგრადი ტურიზმი. 7. პროექტის წერა და პრეზენტაცია და სხვ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მათთვის ყველაზე საინტერესო თემის შესახებ მოამზადებენ და წარმოადგენენ პროექტს, რომელსაც შეაფასებს ჟიური. გამარჯვებული პროექტის ავტორებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები. პროექტში ჩართული იქნებიან როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ისე ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

უნივერსიტეტში პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან ამ საკითხებზე დღეს, 2023 წლის 26 თებერვალს, გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა