გიორგი ვაშაძე აშშ-ს პრეზიდენტს - საქართველო იმსახურებს ნატო-ს და ევროკავშირის წევრობას! - ეს არის საქართველო! ჩვენ ვართ ევროპა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მსოფლიო ლიდერებს ქართველი ხალხის სახელით მიმართა.

გიორგი ვაშაძემ აშშ-ს პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინის გვერდით.

"ქართველი ხალხის სახელით, მინდა მივმართო ამერიკის პრეზიდენტს და ევროპული ქვეყნების ლიდერებს: საქართველო დგას უკრაინასთან! საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან! საქართველო არასდროს დანებდება! საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს! და საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას! ეს არის საქართველო! ჩვენ ვართ ევროპა!", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე