დენის შმიგალი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში რეალური მიზანია

უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ამიტომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში საკმაოდ რეალისტური მიზანია. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანულ მედიასაშუალება Focus-თან ინტერვიუში გააკეთა.

„არის ქვეყნები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს არა ათ-თორმეტში, არამედ ხუთ-შვიდ წელიწადში. ევროკავშირისკენ სვლა დავიწყეთ არა გუშინ და არა გასული წლის ივნისში. ეს ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალური მიზანი და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ევროპული სახელმწიფოების კონსენსუსი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინელებს ომის შემდეგ ევროპულ, განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

"და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ჩვენ ვართ ერთიანები საზოგადოებაში და მთავრობაში და, შესაბამისად, შეგვიძლია ძალიან სწრაფად მივიღოთ და დავამტკიცოთ ევროპული კანონმდებლობა და დოკუმენტები", - დასძინა შმიგალმა.

როგორც ცნობილია, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. ამავდროულად, ევროკომისიამ ქვეყანას წარუდგინა შვიდი რეკომენდაცია, რომელიც უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის უნდა განხორციელდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან