უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღიურად ანადგურებენ 500 რუს ოკუპანტს მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, რუსები აგრძელებენ ქალაქზე შეტევას.
„ფაქტობრივად, ეს უკვე მიმდინარეობს (რუსული შეტევა). ჩვენ ამას ვუწოდებთ „მცოცავ შეტევას“, რადგან მათ აქვთ გიჟური ტაქტიკა: „ვაგნერელების“ ან ყოფილი პატიმრების ტალღას ჩვენს წინააღმდეგ აგზავნიან, რათა უკან წაიღონ რამდენიმე მეტრი მიწა, მაგალითად, ბახმუტში. ოცი მათგანი თავს ესხმის ჩვენს პოზიციებს და ჩვენ მათ ვკლავთ, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ოცი მოდის და კიდევ ოცი უწყვეტი ციკლით... ჩვენმა გენერალმა აღმოსავლეთის ფრონტზე თქვა, რომ რუსებს 500 დაღუპული ჰყავთ და 900 დაჭრილი დღეში “, - განაცხადა მან.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტი დგას. უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ მას, რაც ამცირებს მტრის თავდასხმის უნარს.