საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 156 ბავშვია, ხოლო მშვილებელთა ერთიან რეესტრში 2 243 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული

საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 156 ბავშვია, ხოლო მშვილებელთა ერთიან რეესტრში 2 243 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაშვილებელი ბავშვებიდან 112 განსხვავებული საჭიროების მქონეა, 18 ბავშვი წინააღმდეგია გაშვილდეს, ხოლო 16 (მათ შორის 2 შშმ) ბავშვის მიმართ შვილად აყვანის პროცედურა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება შვილად აყვანის პროცედურებს, „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა (მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით. გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში ბავშვის დარეგისტრირების შემდეგ, რიგითობის პრინციპის დაცვით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მონაცემების შესაფერისი მშვილებელი პირის/ოჯახის შერჩევის შემდეგ, მშვილებელი პირი/ოჯახისათვის ბავშვის შეთავაზების შესახებ კორესპონდენციას ამზადებს. ბავშვის შვილად აყვანაზე შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მშვილებლის მიერ წერილობით თანხმობის განცხადების შემთხვევაში, მშვილებელი ვალდებულია, დროის უმოკლეს ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას. შეთავაზების მიმღები ადგილობრივი ორგანო წერილობით აწვდის ინფორმაციას სააგენტოს, აკმაყოფილებენ თუ არა კანონის მოთხოვნებს მშვილებლები, აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა უზრუნველყონ ბავშვის საჭიროებები. რის შემდეგაც, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტი გასცემს თანხმობა/რეკომენდაციას შვილად აყვანის შემდგომი პროცედურების განხორციელების შესახებ, მიმღები ადგილობრივ ორგანო (მშვილებლის რეგისტრაციის/საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) კი ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ. საბოლოოდ კი, დასკვნა სასამართლოს წარედგინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო