ITB ბერლინის ტურისტული გამოფენა გრანდიოზულ ქართულ კონცერტს აანონსებს

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენა 6 მარტს, დამთვალიერებელს საქართველოს შესრულებით საზეიმო გახსნაზე ეპატიჟება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში სუხიშვილების ცეკვის რეპეტიციაა წარმოდგენილი.

„გსურთ გაეცნოთ ქართულ კულტურას, ეროვნულ ფოლკლორსა და ტრადიციულ ცეკვებს? საქართველო ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა, რომელიც ცნობილია უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურით. მობრძანდით გამოფენაზე და აღმოაჩინეთ საქართველო ITB ბერლინზე“, - აღნიშნულია პოსტში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ITB 2023-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გამოფენას საზეიმო გალა კონცერტით გახსნის.

„რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის მიერ მომზადებულ 45 წუთიან შოუში საქართველოს ისტორია, ქართული ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკალური კომპოზიციები, ეთნო ჯაზი, საოპერო არია და ეროვნულ ბალეტი წარმოდგენილი იქნება.

მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგნენ. მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, დავით ევგენიძე და სხვ.

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასი წარმომადგენელი აშუქებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა