„საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp-ს 50 000 მოსწავლე იყენებს

„საქართველოს ბანკმა“ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, პირველი მობილური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი რამდენიმე თვის წინ შექმნა. აპლიკაციას უკვე 50 000 მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულის, ნაშთების ციფრული კონტროლისთვის, ასევე, მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსებისა და თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვისთვის იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამასთან, მოსწავლეები აპლიკაციის მეშვეობით, მათთვის საყვარელი ობიექტებისგან სპეციალურ შეთავაზებებს იღებენ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ სიახლეებს ეცნობიან.

ბანკის ინფორმაციითვე, BOG sCoolApp-ი მთლიანად სკოლის მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. მისი შექმნის მიზანი მარტივი ფუნქციონალის გამოყენებით ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილების შეთავაზებაა. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის შესაქმნელად აპლიკაცია მუდმივად ვითარდება. ახლახან პლატფორმას ყულაბის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეები შეძლებენ, დამოუკიდებლად დააგროვონ თანხა და აქციონ საკუთარი მიზნები რეალობად.

„ეკონომიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ ეფექტურობას ფინანსური ცნობიერება განაპირობებს. რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვებს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად მართვას, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. BOG sCoolApp-ის მეშვეობით, ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე სწავლობენ ბიუჯეტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, თანხის გადარიცხვის სახალისო გზები და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აპლიკაციას მოსწავლეებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტად აქცევს. თუმცა, „საქართველოს ბანკის“ გუნდი არ ჩერდება და აქტიურად მუშაობს ახალი შეთავაზებების დამატებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს