კოკა კაციტაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდუსს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე პირველ მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდესს შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი ურთიერთობებსა და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

„კოკა კაციტაძემ ელჩთან სამსახურის ფუნქციებსა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით, გაფართოებულ მანდატზე ისაუბრა. ასევე, დიპლომატს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა რუმინეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

სამსახურის უფროსმა რეზვან როტუნდუსს შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას რუმინეთის კონსული მარიუს პანდელეა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა