ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„იტალიაში, ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით - პიაცა ენრიკო დე ნიკოლა #46, სკალა - A. ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა. უზარმაზარი დარბაზი იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს“,- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ, ისინი წლებია ამ პროექტს ახორციელებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვისაა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა