ოპტიმო - ქლაუდზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამა

თუ მაღაზია გაქვთ, მისი გამართული მუშაობისთვის ისეთი სავაჭრო პროგრამა გჭირდება, რომელიც ყველა პროცესს ერთ სივრცეში გააერთიანებს და მოგაწვდის განახლებულ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ.

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამაა სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის. მისი უსაზღვრო შესაძლებლობები და მართვის მარტივი პანელი, აადვილებს ბიზნესის მართვას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

ოპტიმოს ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ბიზნესის მფლობელს დისტანციურად შეუძლია მართოს და აკონტროლოს მისი ობიექტი. როგორ? ოპტიმო ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, რის გამოც იძლევა საშუალებას, რომ ლეპტოპით ან მობილურით მუდმივად ადევნოთ თვალი მუშაობის პროცესს, მიიღოთ სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიტიკა მომგებიანი ნაბიჯების გადასადგმელად.

გარდა ამისა, ოპტიმოს აქვს ის უმნიშვნელოვანესი ფუნქციონალი, რაც მარაგების მართვას, აღრიცხვასა და კონტროლს უკავშირდება. მისი მეშვეობით ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის შესახებ, რაც დაგეხმარებათ ჭკვიანურად დაგეგმოთ შესყიდვები და მარკეტინგული აქტივობები.

პროგრამის საშუალებით ამოიცნობთ იმ პროდუქტების სიას, რომელსაც გაყიდვა უჭირს და დაგეგმავთ აქციებს სწრაფი რეალიზაციისთვის.

ამასთანავე, ოპტიმო ძალიან მარტივად მოგაწვდით რეპორტებს და ზოგად ინფორმაციას, გაყიდვების, შესყიდვების, მოგებისა და სხვა ფინანსური საკითხების შესახებ ისე, რომ არ დაკარგავთ დროს ექსელის ფაილებში მუშაობაში.

პროგრამის მარტივი ფუნქციონალი მორგებულია მოლარისა და მენეჯერის საჭიროებებზე, მასში მუშაობა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს.

იმისათვის, რომ დააყენო ოპტიმო შენს ობიექტზე და გაიმარტივო ბიზნესის მართვა უნდა ეწვიო საიტს optimo.ge, მოითხოვო დემო, შეავსო მარტივი აპლიკაცია და დაელოდო წარმომადგენლის ზარს, რომელიც დაგეხმარება ყველა საჭირო საკითხის მოგვარებაში.

მისი ინსტალაცია მცირე დროს მოითხოვს. თუ არ გაქვთ, სალაროს მოწყობილობა, ოპტიმო თავად იზრუნებს ამ საკითხზე. სალაროს მოწყობილობით სარგებლობა თვეში მხოლოდ 90 ლარად შეგიძლია. 2 წელი სარგებლობის შემთხვევაში კი თქვენს საკუთრებაში გადმოვა. თუმცა, მაღაზიის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია საკუთარი ლეპტოპითაც.

ოპტიმოს მოწყობილობის გამოყენებისთვის არ იხდი თანხას ერთიანად და ზოგავ მეტს შენი ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის. ოპტიმოს სალაროს მოწყობილობა არ იკავებს დიდ ადგილს და გადაადგილება მარტივად შეგიძლია, სენსორულია და არ საჭიროებს კლავიატურას, რაც უფრო კომფორტულს ხდის გამოყენებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპტიმოს დაყენების შემდეგ გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაგიწევთ დახმარებას და მოაგვარებს ყველა წარმოშობილ პრობლემას.

მართეთ ბიზნესი გონივრულად ოპტიმოსთან ერთად.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს