ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს დაწერს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ იტალიაში ვიზიტის დროს ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს დაწერს - „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“.
ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, წიგნს რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს.
„კონტრაქტი გაფორმებულია. წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე - „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს. ის, რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობას აკა მორჩილაძე დაურთავს“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

























