მოსწავლეებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული გაიმართება

მოსწავლეებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული გაიმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას პროექტში - „მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული მოსწავლეებისთვის“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

„6-დან 10 მარტის ჩათვლით, პროექტის ფარგლებში, მსმენელები როგორც მევენახეობის, ისე დეგუსტაციების ძირითად ასპექტებს გაეცნობიან, ჩაუტარდებათ ტური საუნივერსიტეტო მარანსა და ლაბორატორიებში და ასევე, ისტორიულ ფაქტებს მოისმენენ.

პროექტზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 მარტის ჩათვლით ბმულზე: https://forms.gle/V7xg8jupEeJmPZi99

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

პროექტის განრიგის/თემატიკის/სპიკერების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3KJOarM“, - ნათქვამია ინფორმაციაში.