კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ღვინის ტურიზმის“ სასერტიფიკატო კურსის მესამე ნაკადზე მიღება ცხადდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კურსი საქართველოსა და ესპანეთის ღვინის ტურიზმის გამოცდილმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, მათ შორის, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი, ბეგონია ფერნანდე ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ და ტურიზმის დარგის ექსპერტი, ვიკა შარია იყვნენ.
„ღვინის ტურიზმის ტრენინგკურსი გათვალისწინებულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. იგი მიზნად ისახავს, დაინტერესებულ პირებს მისცეს და გაუღრმაოს ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
ჩატარდება ქართულ და ესპანურ ენებზე ჩატარდება და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
შეხვედრების თარიღი: 20, 22, 25, 27, 29 აპრილი; 2, 4, 6, 11, 13, 16 მაისი;
შეხვედრების დრო: 19:00-21:00/22:20 (2-3.5 სთ) - სამშაბათი/ხუთშაბათი; 12:00-14:00/15:20 (2-3.5 სთ) - შაბათი
კურსის ფორმატი: არჩევითი: დასწრებული/დისტანციური (ONLINE/OFFLINE)
ღირებულება - 650 ლარი
საათების ჯამური რაოდენობა: 26 საათი.
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 18:00 სთ.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/bURZddiKa1vAVEgb9
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Iqf5pN “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"