ადამიანის უფლებების პატივისცემა მკვეთრად შეიცვალა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესიის გახსნაზე განაცხადა და ქვეყნებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის განახლებისკენ მოუწოდა.
მან უკრაინაში მიმდინარე ომსა და მზარდ სიღარიბეზე, შიმშილსა და კლიმატის კატასტროფებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დეკლარაცია ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა.
„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ადამიანის უფლებების ყველაზე მასიური დარღვევა, რამაც სიკვდილი, ნგრევა და ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია“, - განაცხადა გუტერეშმა.
ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია გაიხსნა, რომელიც რეკორდული დროით, ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სესიის პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, სახელმწიფოსა და მთავრობის 150-მდე მეთაური, მათ შორის შეერთებული შტატების, ჩინეთის, უკრაინის და ირანის წარმომადგენლები ისაუბრებენ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"