ITB ბერლინისთვის მზადება გრძელდება

ITB ბერლინისთვის მზადება გრძელდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი ქართული გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება.

მათი ცნობით, ტურისტული გამოფენის დაწყებამდე, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, ქართველი ხელოვანები რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად რეპეტიციებს გადიან.

„ITB ბერლინი“ გარდა იმისა, რომ არის უდიდესი ტურისტული გამოფენა და შესაძლებლობა, ჩვენი ტურისტული მრავალფეროვანი პროდუქტები ვაჩვენოთ მსოფლიოს, ასევე არის უდიდესი პლატფორმა რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმდიდრე გავუზიაროთ და შევაყვაროთ გამოფენის სტუმრებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის თქმით, გასულ წლებში „ITB ბერლინის“ მასპინძელი ქვეყნები, ძირითადად, მხოლოდ ფოლკლორით იყვნენ წარდგენილები, ხოლო საქართველო წელს მრავალფეროვანი პროგრამით წარგება.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ საქართველო უსასრულო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ძალიან დახვეწილი, ევროპული, დასავლური კულტურის ნაწილია. ჩვენ ქართული კულტურის, ქორეოგრაფიის, მუსიკის საუკეთესო ნიმუშები გვაქვს წარმოდგენილი. იქნება ელექტრონული მუსიკა, პოლიფონია, რაც ნამდვილად მსოფლიო მონაპოვარია, იქნება საოცარი ქართული ცეკვა, ჯაზი და ეთნო ჯაზი, კლასიკური მუსიკა, საოცარი შესრულებებით. მთელი ჯგუფისთვის რთული იყო 40 წუთში ამოგვერჩია შემსრულებლები, მუსიკალური ნაწარმოებები, ცეკვა, რადგან გვინდოდა საუკეთესო, განსხვავებული და ორიგინალური ყოფილიყო“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

„6 მარტს ბერლინში ტურისტული გამოფენის საზეიმო გახსნაზე მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან, მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი და სხვ.“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო