სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები მილანის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაში „Micam & Mipel Milano” მონაწილეობის მიღება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან. მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აშშ, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, საბერძნეთი, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, სერბეთი.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის მსვლელობისას ოთხი სხვადასხვა შეკვეთა გაფორმდა საერთაშორისო შემსყიდველებთან. საერთაშორისო ღონისძიებას 6 ქართული კომპანია ესწრებოდა - „გეფერინი“, „კოსმო“, „კრეადორა“, „ჯეონი“, “Salle de Mode” და „ფაცაცია ნინი“.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ტყავის და ტყავის შემცვლელია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის