ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე - ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანების შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა, მე-8 ბურჯის დაზიანებისას არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, საკითხის შესწავლაში შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და ჩატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება, რაც დაზიანების გამომწვევ მიზეზებს გამოავლენს.

„სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის მშენებლობისას მე-8 ბურჯი დაზიანდა, რომელმაც ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ნაშენის ჩამოწოლა გამოიწვია. შესწავლა დაწყებულია და სანამ ის დასრულდება, მიზეზებზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ. ჩვენს პროექტებს, მათ შორის ხარისხის ნაწილში, საერთაშორისო ზედამხედველები ადევნებენ თვალს და ნებისმიერ მიმდინარე თუ დასრულებულ, მიღებულ სამუშაოზე შესაბამისი დოკუმენტაცია იწარმოება. ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით, ამოვიღებთ როგორც დოკუმენტაციას, ისე ჩავატარებთ დამატებით მოკვლევას.

მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა, არავინ დაშავებულა, რადგან სამშენებლო პროცესი აქტიური იყო. საკითხის შესწავლაში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია - სამხარაულის საექსპერტო ბიურო, პროკურატურა და სხვ. ჩატარდება შესწავლა და ყველა სხვა აუცილებელი ღონისძიება, რაც მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ჩემს პრაქტიკაში იყო და ჩვენი ოპერატიული რეაგირება მნიშვნელოვანია. მე პირადადაც გახლდით და პირადად ვნახე ადგილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს