„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, ბათუმში კრაფტ ლუდის სივრცე „9 მთა“ გაიხსნა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, "9 მთა" გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ადგილზე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller,BrewDog, Omnipollo ნაწარმის დაგემოვნება. წარმოდგენილი კერძების ფილოსოფია კი, ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობას ეფუძნება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხარებელს კიდევ ერთ, ახალ ლოკაციაზე - ბათუმში ვუმასპინძლებთ. გვინდოდა პროექტი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვეხსნა, რაც „თიბისი ლიზინგის“ ხელშეწყობით მარტივად მოვახერხეთ. საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად ლიზინგი ყველაზე მოქნილი მეთოდი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ახლა უკვე მემედ აბაშიძის 42ა-ში ველით ნამდვილი კრაფტ ლუდის მოყვარულ სტუმრებს“, - განაცხადა გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ მშვილდაძემ.

„თიბისი ლიზინგის“ კომერციული დირექტორის, ზურაბ გუგუშვილის განცხადებით, „თიბისი ლიზინგისთვის“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია.

„HORECA სექტორის განსაკუთრებული მოთხოვნა სამზარეულო დანადგარებსა და ტექნიკაზე ფიქსირდება, რასაც ძალიან მოკლე დროში, მარტივი დაფინანსებით ვპასუხობთ და ვუთავისუფლებთ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსს. „9 მთა“ უკვე წლებია, რაც მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს და მიგვაჩნია, რომ ბათუმის ფილიალის გახსნით ის კიდევ უფრო მეტ ერთგულ სტუმარს შეიძენს“, - განაცხადა ზურაბ გუგუშვილმა,

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს