გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევით სემინარებში ჩაერთო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, ამერიკის, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევით სემინარებში Paths to Publication ჩაერთო.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, ონლაინსწავლება Paths to Publication მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

„სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის და ორ კვირაში ერთხელ იმართება. 2023 წლის თებერვალში გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ამ მეცადინეობებში ჩაერთო.

დღეისათვის სემინარის ორი მეცადინეობა ჩატარდა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორებმა - შერილ კრეიგმა და ლაურა სარემ ისაუბრეს სამეცნიერო ნაშრომის სათაურის, აბსტრაქტის, შესავლის, ლიტერატურის მიმოხილვის, მონაცემთა საცავებზე წვდომის, კვლევის მონაცემთა მენეჯმენტის, ციტირების ინდექსისა და სხვა საკითხების შესახებ, მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს რჩევები. კვლევითი სემინარები გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა