სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ოპერატორისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა.ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი - ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა, რა დროსაც, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს