ირაკლი ქარსელაძე - "განახლებული რეგიონების" პროგრამის მიმართულებით 2023 წელი ძალიან აქტიური იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროექტის"განახლებული რეგიონები'' ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 600-მდე შენობა, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 92 სკვერს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროგრამისთვის „განახლებული რეგიონები“ 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

„განახლებული რეგიონების პროგრამით, 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამის შედეგად, 600-მდე შენობა სრულად რეაბილიტირდა ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით. 92 პარკი და სკვერი აშენდა, ზოგიერთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. როდესაც რეკრეაციულ ზონებზე ვსაუბრობთ, აქ, საჭიროებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია როგორც საირიგაციო სისტემები, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა. ზოგ ადგილას, მაგალითად, მოცულობიდან გამომდინარე, მსგავსი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. 2023 წელი ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს