აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

აზერბაიჯანი იწყებს სახელმწიფოთაშორის საარბიტრაჟო პროცესს სომხეთის წინააღმდეგ და ითხოვს ფინანსურ კომპენსაციას ერევნისგან, მის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკული ობიექტების უკანონო ფუნქციონირებისთვის 1991 წლიდან 2020 წლამდე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Turan-ი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ სომხეთმა „არალეგალურად გამოიყენა სარსანგის წყალსაცავზე მდებარე თარტარის ჰიდროელექტროსადგური, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ააშენა 37 მცირე ჰიდროელექტროსადგური, საიდანაც გამომუშავებული ელექტროენერგია სომხეთში გადიოდა.

ამ მიზნით, სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა ჩამოაყალიბა“ , - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ „სომხეთმა უკანონოდ გამოიყენა ჩარდაღლის ქვანახშირის მაღარო და ასევე დაშალა ევლახ-ნახიჩევანის გაზსადენი“, რის შედეგადაც ავტონომიური რესპუბლიკის გაზის მიწოდება შეწყდა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი