კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა

კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური პლატფორმის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აიკრძალა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.

აპლიკაცია „ტიკტოკთან“ დაკავშირებით რეგულაციები მიიღეს ევროკავშირსა და აშშ-შიც. გასულ კვირას ევროკომისიამ უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

დეკემბერში კი ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო, აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.