ნაზი ჯანეზაშვილი - ეს არის რუსული კანონი და დაინიცირებულია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება, პრობლემები შეუქმნან

ვფიქრობ, ეს არის რუსული კანონი და დაინიცირებულია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება, პრობლემები შეუქმნან,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი კანონის მიღება მასშტაბურ პრობლემებს გამოიწვევს.

„ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა იგეგმება, რა პროცესებია პარლამენტში და ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს „ლელოს“ წარმომადგენლებს. იმედი მაქვს, პარლამენტი მხედველობაში მიიღებს იმ პროტესტს, რაც საზოგადოებაში არსებობს, რადგან ეს რუსული კანონი შეეხება ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებსაც საერთოდ არ აქვს „ვოჩ-დოგური“ საქმიანობა და ადგილობრივ დონეზე ეხმარებიან სხვადასხვა კუთხით მოსახლეობას და ახორციელებენ აქტივობებს. ამ კანონის მიღება იმდენად მასშტაბურ პრობლემებს გამოიწვევს, რომ იმედი მაქვს პარლამენტი მიიღებს წინააღმდეგობას მხედველობაში, რაც საზოგადოებაში ფიქსირდება”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, "ლელო" პარლამენტში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" შესახებ პროექტებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში