გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი Texas A&M-ის უნივერსიტეტთან ერთად ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, Texas A&M-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი საპილოტე პროგრამა, რომელსაც თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს გრუნი, არის ინგლისური ენის სპეციალისტების პროფესიული გადამზადების TESOL პროგრამა.

„პროგრამა, რომელსაც Texas A&M-ის უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შესაძლებლობას აძლევს ინგლისური ენის სპეციალისტებს განაახლონ თავიანთი ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარება, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით საპილოტე TESOL პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, გრუნიმ მეორე ნაკადისთვის გააორმაგა მონაწილეთა რაოდენობა.

შეირჩა პროფესორ-მასწავლებლები, როგორც გრუნის თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობიდან, ასევე, ლაგოდეხის, ხაშურის, ხულოს, დუშეთის, საგარეჯოსა და ფოთის საჯარო სკოლებიდან, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი გრუნის კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადასცენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე