პრემიერ-მინისტრი საქართველოს ახალ ელჩს ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ბერიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

"ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს და სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის იმედი გამოითქვა.

ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს