დიმიტრი პესკოვი - მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის განცხადებები, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან, თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან, ან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ასეთ კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, არანაირი ინიციატივა არ წამოსულა, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რასაც ისინი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე აკეთებენ.

პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა მოსკოვი ახლა დიალოგისთვის მზად იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები, როგორიცაა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, აცხადებენ, რომ რუსეთთან კონტაქტი არ უნდა დაიკარგოს.

„პრეზიდენტი პუტინი იყო და რჩება ღია ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც ამა თუ იმ გზით შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში. სასურველია მშვიდობიანად, მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია, ასევე სამხედრო გზით, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენ მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებმაც განაცხადეს, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. ჩვენ მოვისმინეთ მაკრონის ხუთი-ექვსი განცხადება იმის შესახებ, რომ მზადაა, დაურეკოს პუტინს და ისაუბროს, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს: არანაირი მოთხოვნა ან ასეთი საუბრის შესაძლო ვადების შემუშავება არ განხორციელებულა“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო