სანკტ-პეტერბურგის აეროპორტმა ავიარეისების მომსახურება დროებით შეაჩერა

სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ავიარეისების მომსახურება დროებით შეაჩერა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქის მთავრობა იუწყება.

„პულკოვოს აეროპორტი დროებით არ იღებს და არც აგზავნის თვითმფრინავებს“, - აცხადებენ სანქტ-პეტერბურგის მთავრობაში.

ამასთან, სააგენტო „რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე მოსკოვის დროით 13:20 საათამდე დაიხურა.

ამ დროისთვის, შეფერხების მიზეზი უცნობია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება