საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს უმასპინძლა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დანიელ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მინისტრმა დანიელ დიპლომატს ეროვნული გვარდიისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს