რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა, რომელმაც ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერსახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სააგენტოს აქტივობებზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საბჭოთა პერიოდში საქართველოში რეპრესირებული სასულიერო პირები“, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად გამართულ კონფერენციასა -„საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“ და სემინარებზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, აქტივობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ბრაილის შრიფტით გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი და „ბიბლიის“ 4 კანონიკური წიგნი - „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ და „წიგნი რიცხვთა“. რომლის ოდენობაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას, „ინტერრელიგიური სათათბიროს“ საქმიანობაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებაზე, პუბლიკაციებზე - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და სხვა.

რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში”, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ბაპტისტური, სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა