გარეჯის საქმის პროკურორი - მოწმის დღევანდელმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ რუსეთის არქივიდან მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალის მოძიებას ბრალდებულთა მხარე და კომისია 2005-2007 წლებში თავად ცდილობდა

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით მოწმის დღევანდელმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის არქივიდან მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალის მოძიებას ბრალდებულთა მხარე და კომისია 2005-2007 წლებში თავად ცდილობდა.

მისივე განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის, კომისიის ყოფილი წევრის, ლევან წურწუმიას დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ კომისიის მდივანი არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა სასაზღვრო ხაზის გამავლობაზე საქართველოს პირვანდელ პოზიციას, რეალურად არსებობდა.

მიხეილ სადრაძის თქმით, ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიის, მათ შორის, სატრანსპორტო ზოლის დათმობას აღიარებს.

„ამ მოწმის ჩვენება, რეალურად, რამდენიმე საკითხის გამო იყო მნიშვნელოვანი. საქმეში ხშირად განიხილებოდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვისაც კი მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალის მოძიება არ იყო სწორი. ამის საპირისპიროდ დადასტურდა, რომ კომისია განიხილავდა და აქტიურად ცდილობდა რუსეთის ფედერაციის არქივიდან 2005-2007 წლებში მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალები მოეძიებინა. სამომავლოდ, ამ საკითხზე სპეკულირება აზრს მოკლებული იქნება, რადგან თავად ბრალდებულები ცდილობდნენ რუკების მოპოვებას. თუ, ზოგადად, საქართველოს ინტერესის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებაზე ვსაუბრობთ, სადაც არ უნდა იყოს ის, მისი მოპოვება მაინც სწორია.

გარდა ამისა, კომისიის მდივანი არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა სასაზღვრო ხაზის გამავლობაზე საქართველოს პირვანდელ პოზიციას, რეალურად არსებობდა. ასევე, მან არ იცოდა, თუ რატომ გვეწინააღმდეგებოდნენ და არ ეთანხმებოდნენ ჩვენს პოზიციას 2005-2007 წლებში. კომისია საქართველოს სახელით მოქმედებდა და დავალების შესაბამისად, ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო.

ასევე, ძალიან ბევრჯერ გავუსვით ხაზი, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში, რომლის სხვაგვარად ინტერპრეტაციის არც სამართლებრივი და არც სხვა გზა არ არსებობს, ბრალდებულის თქმით, იმდროინდელი დავალების შესაბამისად მოიპოვეს. ბრალდებული ივერი მელაშვილი პირდაპირ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის დათმობას, მათ შორის, სატრანსპორტო ზოლის დათმობასაც. 2006 წელს თავიდან მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის პირობებშიც სატრანსპორტო ზოლი დათმეს.

კითხვა იმაზე, დავით გარეჯი არის თუ არა საქართველოს შემადგენლობაში საქმის გარემოებებთან ითარგმნება შემდეგნაირად - თუ საზღვრის ხაზი თხემზე გაივლის, ამ მოსაზრებას, მინიმუმ, რაღაც პრობლემები შეექმნება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნამდვილად საქართველოა, მაგრამ 2006 წელს ეს ფუნდამენტურად შეიცვალა. ფარულ ჩანაწერებში, ივერი მელაშვილი ამაზე აღიარებით კონტექსტში საუბრობს.

გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. როდესაც მტკიცებულებების შესაბამისად შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ, საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები