1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში „საქართველოს ფოსტა“ ჩაატარებს

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს მეათედ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათი ცნობით, "საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა საფუძველი და ეროვნული ოპერატორები კონკურსს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში მართავენ.

„ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

2023 წლის საკონკურსო თემაა „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო უსაფრთხო ყველა გზა ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“ ("Imagine you are a super hero and your mission is to make all roads around the world safer for children. Write a letter to someone explaining which super powers you would need to achieve your mission"). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ფოსტის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარიაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა, უნდა იწყებოდეს მისალმებით, მითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები, სავალდებულოა წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით, ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას, წერილში, სიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს, წერილი დაწერილი უნდა იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.

მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და მონაწილის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნოს მისამართზე: letter@gpost.ge

წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მონაწილემ, უნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.

აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილი იქნას შემდეგი წარწერა: “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2023“. სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება.

კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან განათავსოს ნაშრომი „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ „საქართველოს ფოსტა“:

დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ნამუშევრების მიღების თარიღი: 2023 წლის 1 მარტიდან.

საკონკურსო ნამუშევრის ელ. ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2023 წლის 1 აპრილი.

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2240909

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს