არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 2008 წლის ომში ქართველი ჯარისკაცების სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებში დაამტკიცა

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 2008 წლის ომში ქართველი ჯარისკაცების სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებში დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტს არ აქვს ინიციატივა, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება დაიწყოს.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი და ის ხელისუფლება, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავები მოიგო და დაამტკიცა ქართველი ჯარისკაცების სიმართლე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა არ დაუწყიათ. სამწუხაროდ, ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა. კითხვები, რის გამოც 2008 წლის ომის გამოძიება სურთ, მიხეილ სააკაშვილთან არსებობს.

პარლამენტს არ აქვს ინიციატივა, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება დაიწყოს. მიზანი იყო, რომ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა და ჩვენ ეს საერთაშორისო სასამართლოებში შევძელით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის