202-ე საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა უსინათლოებისა და მცირე მხედველთათვის სრულად ადაპტირდება

თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი უსინათლოებისა და მცირე მხედველთათვის სრულად ადაპტირდება, დაიგება ტაქტილური ფილები და შუქნიშნის ხმოვანი სიგნალის სასურველ რეჟიმზე გადართვა შესაძლებელი გახდება.

„ სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის, აქტიური ჩართულობით დაიგეგმა.

სკოლასთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან და მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსთან, ვიქტორ წილოსანთან ერთად დაათვალიერა. შემდეგ გიორგი ტყემალაძე, კახა ლაბუჩიძე და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ლევან სუხიტაშვილი სკოლის დირექციას და მოსწავლეებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლის შენობის ორივე კორპუსსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ისტორიული ძეგლის იერსახე სრულად აღდგება. პარალელურად, სკოლა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე უსინათლო და მცირე მხედველი მოსწავლეებისთვის.

შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და სახელმძღვანელოებით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნისა და სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა.

სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს, ახალი სასწავლი წლისთვის დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა