რომეო მიქაუტაძე - თითოეული მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობით, საქართველო ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში USAID – ის (აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიესალმა USAID - ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განახლებადი ენერგიების ათვისება საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი მდგრადი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბება.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ძირითადი ინტერესების განხორციელებას.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის გაძლიერებასა და მის როლს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო განახლებადი ენერგიების წახალისების ახალი სქემა. პირველი აუქციონი უკვე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ მათ, ვისაც აქვს პროექტები და ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს აუქციონებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში ისაა, რომ თითოეული მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობით, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, განახლებადი ენერგიის დეველოპერებმა, ელექტროენერგიის მსხვილმა მომხმარებლებმა და ფინანსურმა ორგანიზაციებმა მიიღეს. ისინი დაფინანსების პოტენციური წყაროებს, იდენტიფიცირებულ ინოვაციურ სტრატეგიებს, საინვესტიციო რესურსებს და ფინანსურ საშუალებებს გაეცნენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა