„თიბისის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდი „რექლესი“ პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგება

თიბისის“ ინფორმაციით, 28 თებერვლიდან 8 მარტამდე, პარიზში მიმდინარე 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულის პარალელურად გამართულ შოურუმში, ქართული ტანსაცმლის ბრენდი „რექლესი“, „თიბისის“ მხარდაჭერით, წარდგება და უცხოელი მყიდველების დაინტერესებას შეეცდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

„ყოველდღიური ურბანული სტილის ტანსაცმლის ქართული ბრენდი „რექლესი” 2020 წელს შეიქმნა. ბრენდის მთავარი მიზანი - ჩაეცვა თავისუფლების მოყვარე მოზარდების ჩაცმა, ახალი თაობის სათქმელი ტანსაცმელში გამოხატვა, მათი ტკივილების, შიშებისა და სიხარულის შესახებ მოთხრობა იყო. ბრენდი ჩაშვებისთანავე ფოკუსირებული იყო უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, მოდის კვირეულებისა და შოუ-რუმების ციფრულ სივრცეში გადანაცვლების გამო, ბრენდმა კოლექცია უცხოელ შემსყიდველებს ამ დრომდე ვერ წარუდგინა.

„რექლესს“ პარიზის შოურუმში წარადგენს „თიბისის“ ახალგაზრდული პლატფორმა “თიბისი ახალი თაობისთვის”, რომელიც ბრენდის განვითარების ყველა საფეხურზე ახალგაზრდა დიზაინერების გვერდით დგას და ხელს უწყობს თაობაში ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას.

შოურუმებში მონაწილეობასა და ქართული მოდის ბრენდების საერთაშორისო გაყიდვების ხელშემწყობია “აწარმოე საქართველოში”, რომლის პროექტის ფარგლებში, ”რექლესმა“ თანადაფინანსება მიიღო.

პარიზის შემდეგ, „თიბისის“ მხარდაჭერით, „რექლესი“ თავის ახალ კოლექციას მაისში, თბილისის „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე აჩვენებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა