გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრმა, რომელიც სულ ახლახან დაარსდა, უკვე რამდენიმე სამედიაციო პროცესი მორიგებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ ახორციელებს სამედიაციო მომსახურების პროექტს, რომელსაც „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ სამსახურთან ერთად ხელმძღვანელობს.

„პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულებული სამედიაციო მორიგება, უპირველესად, მედიაციით დავის რეგულირების მექანიზმის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს.

პროექტში ჩართული არიან გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის აპარატის უფროსის, მედიატორ ნინა გერსამიას ხელმძღვანელობით გაიარეს შესაბამისი მომზადება და პროექტის ფარგლებში მიღებული საქმეების წარმოებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ“, - აღნიშნულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე